ხარაგაულში პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ – ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩაზე არსებული შენობების, ტროტუარისა და სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო ობიექტებს შორის ვერ მოხვდა ყოფილი უნივერმაღის შენობა. ამ შენობის ნაწილი კერძო პირთა საკუთრებაშია, ნაწილი – სახელმწიფო საკუთრებაა და იქ მოვაჭრეები არიან განთავსებული.
„ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს სავაჭრო ცენტრის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, – რეგიონული განვითარების სამინისტროს შემოთავაზებას, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა დანგრეულიყო და მის ადგილას სკვერი მოწყობილიყო, ჩვენ არ დავთანხმდით.
ხარაგაულს, ამ ეტაპზე, შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა დატვირთვის მქონე ფართები უფრო სჭირდება, ვიდრე კიდევ ერთი სკვერი.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, ეს შენობა მდგრადია და მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია. თუმცა, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამ ადგილზე ახალი შენობის აგება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე არსებულის რეაბილიტაცია.
ერთ-ერთი პოზიციაა, რომ არსებული შენობა-ნაგებობა შევთავაზოთ კერძო სექტორს გარკვეული პირობებით, – მაგალითად, შენობა შედარებით შეღავათიან ფასად გადავცეთ.
თუკი ვინმე დაინტერესდება, – დახარჯავს ფულს და შენობას მოაწესრიგებს, აუცილებელია, რომ მან ამ ფართში მოვაჭრეებისა და შენობის დანარჩენი ნაწილის მფლობელ კერძო პირთა ინტერესები გაითვალისწინოს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ მოსაზრებებს, ამ დრომდე განიხილავენ“.
პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ 2021 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის