ხარაგაულში პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რკინიგზის სადგურიდან კინოთეატრამდე არსებული შენობების ფასადების განახლება მიმდინარეობს.
ამ პროგრამის მიღმაა ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული, ყოფილი უნივერმაღისა და რაიკავშირის ავარიული შენობები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ეს ორი შენობაც მოწესრიგდება.
„უნივერმაღის ყოფილი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებით, ამ შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ჩვენს მიერ მოწვეულმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაგვიდასტურა, რომ ყოფილი უნივერმაღის რეაბილიტაცია შესაძლებელია.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვთხოვს, რომ ჩვენი სახსრებით მოვამზადოთ ამ შენობის აღსადგენად საჭირო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა და თანახმაა, წლის ბოლოსათვის ან გაისად, რაღაც ფორმით, ამ შენობების რეაბილიტაციისთვის თანხა გამოგვიყოს. რაც შეეხება რაიკავშირის შენობას, ამ ეტაპზე მხოლოდ ფასადის მოწესრიგება იგეგმება.
ამ შენობების მფლობელობა სახელმწიფოსთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ არის. რაიკავშირის შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, ხოლო უნივერმაღის შენობა – მუნიციპალიტეტს გადმოგვეცა. რაც შეეხება მოდავე მხარეებს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს, შეიძლება საკუთრების კონპენსაცია თანხით განხორციელდეს.
შესაძლოა, ეს ხარაგაულში მაცხოვრებლებს არ ეხებოდეს, თუმცა, ცნობილია, რომ პროკურატურას საქმე აქვს აღძრული, პირთა მიერ სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით უკანონოდ დაუფლების ფაქტზე და გამოძიებაც მიმდინარეობს. მის დასრულებამდე, რა თქმა უნდა, ეს ქონებები შეიძლება განადგურდეს. ეკონომიკის სამინისტრო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შენობები მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოვიფორმოთ, მოვუაროთ და ვუპატრონოთ“, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი