

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ მიმდინარეობს.
ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისგან წარდგენილი 35 საპროექტო წინადადებიდან მერიაში შექმნილმა კომისიამ „ხმის მიცემისთვის“ 19 მათგანი შეარჩია.
მას შემდეგ, რაც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ ამის შესახებ ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, მოქალაქეები დაინტერესდნენ, თუ რა პრინციპით გამოარჩია საპროექტო წინადადებები ხარაგაულის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ.
ამ კომისიის თავმჯდომარის, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, პროექტების შესარჩევი კრიტერიუმები ხარაგაულის მუნიპალიტეტის მერის შესაბამის ბრძანებაშია გაწერილი.
საპროექტო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
„სამოქალაქო ბიუჯეტირების მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა ის საპროექტო წინადადებები, რომელთა სავარაუდო ბიუჯეტი ან საერთოდ არ იყო მითითებული, ან 30 ათას ლარს აღემატებოდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ზოგი პროექტის ავტორი სოფელში პურის საცხობისა და სილამაზის სალონის გახსნის დაფინანსებას ითხოვდა. ეს კი თვითმმართველობის უფლებამოსილება არ არის.
ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტების განსახორციელებლად მითითებული იყო ისეთი ადგილები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და იქ რაიმე სახის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ვერ დავაფინანსებდით.
გვსურდა, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი გადასულიყო შემდეგ ეტაპზე, ყოფილიყო კონკურენცია და ბევრი მოქალაქე ჩართულიყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში.
გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მივიღეთ“.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ