
ხარაგაულის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რწმუნებულის პირველი მოადგილე და მერი ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.
გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა.
ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს“, – ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეწყრული პროცესების განვითარებამ ღვერკსა და ხემაღალში საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ამავე თემაზე
ხარაგაულის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყერი გააქტიურდა
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში
მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო