„სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებლად მოქალაქეებმა ხარაგაულის თვითმმართველობას 35 საპროექტო წინადადება წარუდგინეს.
მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მათგან 19 იდეა შეარჩია, „ხმის მიცემის“ პროცედურაში მონაწილეობისთვის. ეს პროექტებია:
1) მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის მოწყობა (იდეის ავტორი გურამ შველიძე);
2) ბორში გასართობ–დასასვენებელი სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი თამთა პავლაძე);
3) საბეში გამოქვაბულში ასასვლელი კიბისა და მის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი ლელა ბაბლიძე);
4) ბორითში დასასვენებელი სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი ნიკა გორგაძე);
5) ლეღვანის ცენტრში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა (იდეის ავტორი თამაზ მაღრაძე);
6) ბორითში ინოვაციური სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი გურამ კურტანიძე);
7) ღორეშაში „პაპულიას წყაროს“ რეაბილიტაცია (იდეის ავტორი თორნიკე კურტანიძე);
8) ვარძიაში ახალგაზრდული სკვერის და მემორიალური სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი გაგა ბედიაშვილი);
9) წყალაფორეთში მინი–სტადიონის მოწყობა (იდეის ავტორი ანა ნიქაბაძე);
10) დ. ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა (იდეის ავტორი დიმა ჩიკვაიძე);
11) დ. ხარაგაულში ჭავჭავაძის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა (იდეის ავტორი ხათუნა თურქიშვილი);
12) ხიდარში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მემორიალური დაფის მოწყობა (იდეის ავტორი ლევან დოლიკაშვილი);
13) ხუნევში საბავშვო სკვერის მოწყობა (იდეის ავტორი მარიკა ლომიძე);
14) გედსამანიის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ–გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობა (იდეის ავტორი რუსუდან ჩადუნელი);
15) საღანძილეში, კიკნაძეების უბანში, წყაროს რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა (იდეის ავტორი ალექსი კიკნაძე);
16) თეთრაწყაროში სკვერის ტერიტორიაზე ფეხბურთის მინი სტადიონის მოწყობა (იდეის ავტორი ელგუჯა ბანცაძე);
17) ნადაბურში ღია სპორტული ტრენაჟორების მოწყობა (იდეის ავტორი ნინო ლომიძე);
18) მოლითში შეხვედრებისთვის დარბაზის რეაბილიტაცია (იდეის ავტორი იოსებ კიკნაძე);
19) ნებოძირში სკვერის მოწყობა (იდეის ავტორი ნინო ტალახაძე).
ამ პროექტებისთვის ხმის იცემა ელექტრონულად მიმდინარეობს.
შემდეგ ეტაპზე ის ხუთი პროექტი გადავა, რომელიც მოქალაქეებისგან ყველაზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ პროექტებისთვის ხმის მიცემა 16 ივლისამდე გაგრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ პროგრამის განსახორციელებლად 2023 წელს 150 000 ლარი გამოიყო.
2022 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა და ექვსი პროექტი განხორცილდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი