მაგისტრატურის 32 წარჩინებულ სტუდენტს, 2022 წელს, 1500-ლარიანი „მწვანე სტიპენდია“ გადაეცა.
სტიპენდიები ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: გეოლოგია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), ეკოლოგია, გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა.
„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს უწყობს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის უწყებებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „მწვანე სტიპენდიების“ მოპოვების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საინფორმაციო შეხვედრებზე გააცნო.
საინფორმაციო შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი