

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალების მიმართ ძალადობისა და ამ ზეწოლის სხვადასხვა ფორმით გამართლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა.
გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ.
ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად; მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.
კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს; ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი.
ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას; ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს, ასევე, პოლიტიკური ზიანი.
იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს; მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ – აცხადებს პრეზიდენტი.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,