პარლამენტის წევრებმა ანა ნაცვლიშვილმა და არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტი დააინიცირეს.
ამის შესახებ დეპუტატებმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადეს.
„ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პიროტექნიკის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტობრივად სრულ აკრძალვას, ვინაიდან პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ცხოველებსა და ფრინველებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს ორ გამონაკლისს. ერთი ეს არის F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეში. მეორე კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება კი დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.
დეპუტატ არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და გაიარეს კონსულტაციები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ასევე, კანონპროექტს საფუძვლად უდევს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკის გამოყენების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს საქართველო შეხვდება პიროტექნიკის გარეშე,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
„ბევრი ადამიანი მწერდით ამ საკითხზე, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, – წერს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი, – პირობა შესრულებულია!
დღეს მე და ჩემმა კოლეგა არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ კანონპოექტი პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ.
დღეს ადამიანები პიროტექნიკას უკონტროლოდ, გართობის მიზნით იყენებენ, რასაც ხშირად შედეგად მათი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დაზიანება მოსდევს. ზიანდება გარემო, მასობრივად იხოცება და სხვაგვარი ზიანი ადგებათ ფრინველებსა და ცხოველებს. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურიც.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად – 1000 და 5000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, ისჯება სისხლის სამართლის წესით.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, მარტო 2023 წლის იანვარში ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პიროტექნიკის გამოყენებით დაზარალებულმა 87-მა მოქალაქემ, აქედან 18 წლამდე ასაკის იყო 19 პირი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგა 41 შემთხვევაში.
განსაკუთრებული მადლობა თორნიკე ართქმელაძე -ს და მარიამ გოგოლაძეს, ასევე პარლამენტის კვლევით ცენტრს გაწეული სამუშაოსთვის“, – ნათქვამია ანა ნაცვლიშვილისგან გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი