

27 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საოლქო საარჩევნო კომისიებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
ამ შეხვედრებზე 63 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები (სრული შემადგენლობით) ინსტრუქტაჟს იღებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილი და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ამბობენ, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს რეფორმით შემოთავაზებული სიახლეების გაცნობას და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვის დანერგვას.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, 18-25 აპრილის პერიოდში, საინფორმაციო შეხვედრებს ასევე გამართავენ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (5 წლის ვადით არჩეული და საარჩევნო პერიოდისთვის პარტიების მიერ დანიშნული წევრების შემადგენლობით).
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში „სამართლიანი არჩევნების“ ტრენინგი „მე ხმას ვაძლევ პირველად“ გაიმართა
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი