

ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური თამაშების მოყვარულებს იწვევს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?” მონაწილეობისთვის.
თამაშები გაიმართება ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, 16 წლის ასაკიდან.
ზამთრის სეზონს ითამაშებს ის ოთხი გუნდი, ვინც სხვებზე ადრე გამოთქვამს სურვილს და წარადგენს ექვსწევრიანი გუნდის განაცხადს.
სეზონის გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით და ფასიანი საჩუქრით.
ასევე გამოვლინდება „სეზონის მოაზროვნე“, რომელსაც გადაეცემა „ბროლის ბუ“.
დაინტერესებულმა გუნდებმა განაცხადი უნდა წარადგინოთ ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრში”, არაუგვიანეს 12 თებერვლისა.
გუნდების თამაშების თანმიმდევრობა გაირკვევა კენჭისყრით.
თამაშები გაიმართება 16 და 23 თებერვალს, 9 და 16 მარტს, 18:00 სთ-ზე. სეზონის ფინალი ჩატარდება 23 მარტს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელეფონით – 577620280.
გისურვებთ წარმატებებს!
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!