

8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ასევე ბორითის საჯარო სკოლის VII-X კლასების მოსწავლეებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა დავითის გამეფების დრო საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„დავით IV-ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ“, – აღინიშნა ღონიძიებაზე.
მოსწავლეებმა გაიხსენეს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს დავითი ქვეყნის მშენებლობას, როგორ შემოიკრიბა ერთგული ქვეშევრდომები; როგორ ცდილობდა, მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, დავითი აეღორძინებია კულტურული და საგანმანათლებლო კერები საქართველოში. მოსწავლეებმა ისაუბრეს გელათის აკადემიაზე, გაისხენეს თქმულებები დავით მეფეზე, აღნიშნეს, რომ დავით მეფე ბრძოლებშიც კი წიგნებით დადიოდა და ბრძოლის ველზე დროს წიგნის კითხვას უთმობდა“.
ღონისძიებაზე მოსწავლეემა არა მხოლოდ ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრეს, მათ წაიკითხეს ლექსები დავით მეფეზე, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.

„თითქმის ყოველწლიურად ვცდილობთ დავით აღმაშენებლის სხენების დღე ღონისძიებით აღვნიშნოთ, წელსაც ვემზადებოდით ამ დღისთვის და ვფიქრობდით, პრეზენტაცია კლასში ჩაგვეტარებია, მაგრამ მუზეუმმა შემოგვთავაზა და დაგვითმო სივრცე ჩვენი ღონისძიებისთვის, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა წმინდანი მეფის ცხოვრება და მაყურებლამდე მიგვეტანა ეს ემოცია.
მადლობა ჩემს მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და მშობლებს მზარდაჭერისათვის“, – აღნიშნა მეოთხე კლასის დამრიგებელმა ნინო ფცქიალაძემ.
„მსგავსი ღონისძიებები აძლიერებენ პატრიოტულ სულს, – ამბობს ბორითის სკოლის ისტორიის პედაგოგი მადონა ულუმბელაშვილი, – მოსწავლეებში ინერგება მეტი პასუხისმგებლობა, გმირი წინაპრებისა და სამშობლოს წინაშე, ვცდილობთ ასეთი ღონისძიებებით ხელი შევუწყოთ მოსწავლეების დაინტერესებას და ცოდნის დონის ამაღლებას“.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ყოველწლიურად ცდილობთ ყველა მნიშვნელოვან თარიღს შეეხოთ სიღრმისეულად. დღესაც თითოეულმა მოსწავლემ ძალიან კარგად მოტანეს ჩვენამდე თავიანთი სათქმელი, დიდი მადლობა სკოლას, მასწავლებლებს, მშობლებს, – აღნიშნა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ.
8 თებერვალს საქართველოში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ასევე ბორითის […]
დღეს, 11 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
6 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კონკურსის,
გაზაფხულიდან გაიყიდება ფუტკრის ძლიერი ოჯახები, 10 ჩარჩოზე.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური