რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკა, კლინიკური მენეჯერის, დიმიტრი კოჩაძის ინიციატივით, კიდევ ერთი უფასო კონსულტაციის დღისთვის ემზადება. სამედიცინო გუნდი 3 და 4 აპრილს პაციენტებს კარდიოლოგიურ დღეებს სთავაზობს, რაც მიზნად ისახავს გულის დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
კონსულტაციას „ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების“ წამყვან სპეციალისტთან, ექიმ კარდიოლოგ ვლადიმერ თხელიძესთან ერთად, ჩაატარებენ ქ. თბილისის შპს „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მოწვეული სპეციალისტების მაღალკვალიფიციური გუნდი, კარდიოქირურგი: არტურ ლემონჯავა და ალექსანდრე ლელაშვილი; ექიმი კარდიოლოგი დავით გაბელაია და სალომე ნათენაძე.
აქცია მოიცავს:
1) კარდიოლოგის კონსულტაციას;
2) ექოკარდიოგრაფიას (გულის ექოსკოპია);
3) ხარაგაულის სამედიცინო ცენტრში რეგისტირებული ბენეციფიარების საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ლაბორატორიულ ან/და ინსტრუმენტულ კვლევებს უფასოდ ჩაიტარებენ.
აქციით უნდა ისარგებლოთ, თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები:
1) ადვილად დაღლა,
2) პერიოდულად დისკომფორტი გულმკერდის არეში,
3) მაღალი არტერიული წნევა.
კლინიკაში მოსასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მიკროავტობუსებით, რომელიც იმოძრავებს კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, თეთრაწყაროს, პატარა ხარაგაულის, დაბა ხარაგაულის მიმართულებით, ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი, მადლობა უხდის შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ – გიორგი აბაიაძეს, შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს და ადგილობრივ მერიას გაწეული დახმარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის“ ცხელ ხაზზე: 577 59 76 52.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი