

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მარცვლოვანი კულტურის აღების შემდეგ დარჩენილი ნაწვერალის (ღეროს ქვედა ნაწილის გადანაჭრები) დაწვისთვის მკაცრი ჯარიმა დაწესდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა.
ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ მიწის ნაკვეთზე დარჩენილ ნაწვერალებს ცეცხლს უკიდებენ, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა.
კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი – 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის, ან იურიდიული პირის დაჯარიმებას.
„სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით.
აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და ახლა მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,