„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია 2022 წლის დეკემბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის მოსახლეობას შევხვდით, მათი პრობლემების გასაცნობად.
ვარძიელებმა უმთავრეს პრობლემად ჭიშკრებამდე ორი წლის წინ მიყვანილი გაზსადენიდან ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანა დაასახელეს. ვარძიელებს დავპირდით, რომ ამ პრობლემას პერმანენტულად, მის სრულ მოგვარებამდე, გავაშუქებდით.
„გაზაფხულზე გაზი გვექნება?“ – ადგილობრივების ამ შეკითხვაზე მაშინ პასუხი ვერ გვქონდა.
გვიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა და ვარძიის მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი დაიწყო.
ვარძიაში ოჯახებში ბუნებრივი აირის შესაყვანად „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის სერვისცენტრის ორი ბრიგადა მუშაობს.
ეს ინფორმაცია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერ ლევან აბაშიძისგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, სამუშაოები სოფელ ვარძიაში ორი მხრიდან დაიწყო და უბან-უბან განხორციელდება.
დღეს, პირველ მარტს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ვარძიაში ესკიზების შექმნა დაიწყეს. ამ ესკიზების შესაბამისად, შემდუღებლები გაზსადენს თითოეულ სახლამდე მიიყვანენ.
ამის შემდეგ პოტენციურმა მომხმარებლებმა ხარაგაულის სერვისცენტრში ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის მოთხოვნის შესახებ განაცხადი უნდა გააკეთონ.
განაცხადის წარსადგენად საჭიროა მესაკუთრისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, განაცხადი კი სერვისცენტრში ივსება. განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ მაცხოვრებელს აბონენტის ნომერი ენიჭება და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, ამ აბონენტს ბუნებრივი აირი სახლში 60 დღეში შეუყვანოს.
„როდის დასრულდება ვარძიის გაზიფიცირება, რთული სათქმელია, რადგან ვარძია დიდი სოფელია და სამუშაოებიც რთულია. ვეცდებით, ეს პროცესი სწრაფად დავასრულოთ“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალიდან ოჯახებამდე შეყვანა თითოეულ მოსახლეს 400 ლარი დაუჯდება.
განაცხადის შევსების დროს, აბონენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, ამ თანხის თვეებზე გადანაწილებაც.
ვარძიის მოსახლეობა ბუნებრივ აირს, უკვე ორი წელია, ელოდება და ამ პრობლემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებს.
ცენტრალური მაგისტრალი ვარძიაში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2021 წლის ზამთარში გაიყვანა; თუმცა, ვარძიელებს ეზოებამდე ორი წლის წინ მიყვანილი გაზსადენიდან ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მიეცათ.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი