უკვე ორი წელი გავიდა, რაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში გაზსადენი გაიყვანა; თუმცა, ამ დრომდე, პოტენციურ აბონენტებს ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
დღეს, 2 თებერვალს, ვარძიელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამცნო, რომ ვარძიელები ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანას შეძლებენ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ განცხადებით მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის სერვისცენტრს.
„განაცხადის მიღებიდან სამონტაჟო სამუშაოები 50-60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ვარძიაში ყველა აბონენტის განაშენიანება წლის ბოლომდე დამთავრდება“, – ამბობს ლევან აბაშიძე.
ვარძიის მოსახლეობის ბუნებრივ აირზე ხელმიუწვდომლობის პრობლემას „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია სისტემატურად აშუქებს.
საქართველოს პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, 31 იანვარს, ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა: „საქართველოში, ვარძიის მსგავსად, გაზსადენი ბევრ სოფელშია შეყვანილი; თუმცა, ოჯახებში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
ამასთან დაკავშირებით პრობლემა იყო მთავრობის დონეზე, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვერ იღებდა დამატებით დატვირთვას; იყო გარკვეული ფინანსური საკითხები, რომლებიც ახალ წლამდე მოგვარდა.
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ვარძიის მსგავსად, საქართველოში ბევრი სოფელია, რომლის მოსახლეობაც ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანას ელოდება. კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოითხოვა ყველაზე პრიორიტეტული 15 სოფლის სია, რომლებიც წელს გაზიფიცირდება, ამ სოფლების ჩამონათვალში ვარძია აუცილებლად ჩაისმება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება ზემო იმერეთში 2023 წელს
ჭიათურაში შვიდი სოფლის გაზიფიცირებისთვის ტენდერები მიმდინარეობს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი