
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება.
ტესტირება ჩატარდება ქ. თბილისის N122 საჯარო სკოლის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის N42). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.
I სესიაზე რეგისტრაცია – 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე დაიწყება;
II სესიაზე რეგისტრაციის დრო 14:30 საათია, ტესტირების დაწყების დრო კი – 15:00 საათი;
რუსულ ენაში რეგისტრაცია დაიწყება 12:30 საათზე, ხოლო გამოცდა – 13:00 საათზე;
გერმანულ ენაში რეგისტრაციის დაწყების დროა 15:30 საათი, ხოლო გამოცდის – 16:00 საათი.
რეგისტრაციის დროს მოსწავლემ უნდა წარადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი ასეთია:
8 მარტი
I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა;
ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
ფიზიკა.
II სესია – გეოგრაფია, ფრანგული ენა.
9 მარტი
I სესია – მათემატიკა, ისტორია;
II სესია – ბიოლოგია.
10 მარტი
I სესია – ინგლისური ენა, ქიმია;
13:00 საათზე – რუსული ენა;
16:00 საათზე – გერმანული ენა.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 70 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან მესამე ტურში სამი მოსწავლე გადავიდა.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი