შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ხანგრძლივობა ხუთი საათი იქნება.

ამავე ცენტრის ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებისთვის განკუთვნილ გეოგრაფიისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში ცვლილებები იგეგმება.

კერძოდ, გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად.

მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა.

2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები:

შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“ დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“.

რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს დაემატება მერვე თავი – ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა, შესაძლოა, შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში.

ვრცლად მასწავლებელთა გამოცდების ტესტების ნიმუშებს გაეცანით ბმულზე.

ამავე თემაზე: 

„მეტი ფული უნდა დაიხარჯოს მასწავლებელთა მომზადებაზე, ვიდრე მათ შემოწმებაზე“