ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები 6 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბერს დასრულდება.
ამ კონცერტებზე მეორე ტურში გამარჯვებული ხალხური სიმღერების შემსრულებლები, სახალხო მთქმელები, მგალობელთა გუნდები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ.
პირველი კონცერტი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. ხარაგაულიდან მაყურებლის წინაშე წარსდგენ ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ და სახალხო მთქმელი, ჭარტალელი ვიტალი ფცქიალაძე.
ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
კულტურის საკითხებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველ ნიკო მაჭავარიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში 23 კოლექტივი მონაწილეობდა.
„მონაწილეთა შორის ნამდვილად განსაკუთრებული იყო „ოდილას“ გამოსვლა, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი, – მათ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. იმერული პეწითა და დახვეწილი ხმებით ეს ანსამბლი გამორჩეულია. პატივისცემას იმსახურებს „ოდილა“, რადგან იმერულ ფოლკლორს ასე უფრთხილდება“.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის კიდევ ერთი გამარჯვებულია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით მეთუნე ზალიკო ბოჟაძე. ამ მიმართულების გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
ვულოცავთ ხარაგაულელებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მეორე ტური ქუთაისის ოპერის თეატრში 7 ნოემბერს გაიმართა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერაა. ეს ფესტივალი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ფოტოზე: ვიტალი ფცქიალაძე (მარცხნიდან პირველი), ცენტრში – ანსამბლი „ოდილა“ დაჯილდოებისას
ამავე თემაზე
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის სამი გამარჯვებული ხარაგაულიდან
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი