საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) აცხადებს მონაწილეების მიღებას მედიაწიგნიერების ახალგაზრდულ პროგრამაზე.
პროექტის მიზანია, მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის შესახებ სამიზნე რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება და მათი შესაძლებლობების გაზრდა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სფეროს ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-25 წლის ახალგაზრდებს, რომელებიც გაივლიან შერჩევის ორსაფეხურიან პროცესს – სარეგისტრაციო ფორმის შევსებას და გასაუბრებას.
სარეგისტრაციო ფორმის შევსება – https://forms.gle/WBRFkjoSNXaeDTkdA
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა – 27 ნოემბერი, 18:00 საათი
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა სააპლიკაციო განაცხადი ყველაზე მეტად შეესაბამება პროგრამის კრიტერიუმებს და ძირითად მიზნებს. გასაუბრებისთვის კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ინდივიდუალურად.
პროგრამის დაიწყების საორიენტაციო დროა მიმდინარე წლის დეკემბრის პირველი ნახევარი.
შერჩეულ მონაწილეებს ტრენინგის გავლის შემდეგ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ:
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის