ხარაგაულში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის საბაზისო კურსი (თეორიული და პრაქტიკული სწავლება) 31-მა ახალგაზრდამ დაძლია.
„ამ ლეგიონში სწავლის სურვილი თავიდან 46-მა ახალგაზრდამ გამოთქვა, – ამბობს ხარაგაულში ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ჩხეიძე, – სწავლება ოქტომბერში ყოველ კვირა დღეს მიმდინარეობდა. სწავლების ბოლო ეტაპზე 36 კურსანტი გადავიდა, ხოლო გამოცდა 31-მა ახალგაზრდამ ჩააბარა.
კურსდამთავრებულები უკვე ოფიციალურად მაზნიაშვილის ლეგიონის წევრები არიან. მომავალში ისინი სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავენ – შექმნიან სალაშქრო კლუბებს, სამხედრო ბაზებზე სწავლებებს გაივლიან.
ლეგიონის მთავარი დანიშნულება ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. გარდა ამისა, ახალგაზრდები მოწყდნენ ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანებს.
შეიმეცნეს და ისწავლეს რთულ სიტუაციებში თვითგადარჩენა, პირველადი დახმარების აღმოჩენა, სალაშქრო და სამხედრო საბაზისო საქმე; გააძლიერეს გუნდური მუშაობა, დისციპლინა, უფრო მეტად მოტივირებულები და მიზანდასახულები გახდნენ“.
კურსდამთავრებული ელენე ხიჯაკაძე ამბობს, რომ საბაზისო კურსის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებში თავიდანვე ხალისით ჩაერთო. ის განსაკუთრებით ტოპოგრაფიის კურსმა დააინტერესა, როცა რუკის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ. ელენე აღნიშნავს, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით საჭირო და სასარგებლო ინფორმაციები მიიღო.
ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის მაზნიაშვილის ლეგიონში მორიგი მიღება 2023 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულში მაზნიაშვილის ლეგიონის დამფუძნებლები ღია კარის დღეს გამართავენ
ხარაგაულში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონში მიღება დაიწყო
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის შექმნა ხარაგაულშიც იგეგმება
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.