

ხარაგაულში მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის პირველი კურსის სწავლების დაწყებამდე ღია კარის დღე ჩატარდება.
ეს შეხვედრა ლეგიონში ჩარიცხვის მსურველთა და უკვე რეგისტრირებულ მსმენელებთან ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 24 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 25 სექტემბრამდე ამ ლეგიონში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება.
გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის მიზანია ახალგაზრდების სალაშქრო და სამხედრო კუთხით მომზადება, მათში პატრიოტული, ჯანსაღი სულისკვეთების გაძლიერება. ლეგიონში 14-დან 21 წლის ასაკის ახალგაზრდები მიიღებიან.
საბაზისო კურსი 8-9 კვირიან სწავლებას მოიცავს. კვირაში ორი დღე – სავარაუდოდ, შაბათი და კვირა – გაიმართება თეორიული და საველე სწავლებები. საველე სწავლებისას ლაშქრობები მოეწყობა.
ფოტო – გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
ამავე თემაზე
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის შექმნა ხარაგაულშიც იგეგმება
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში