პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა 50%-იანი შეღავათით გაიცემა მოქალაქეებზე, რომელთაც მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების გამარტივება.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა საშეღავათო პირობებით გაიცემა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე, თუკი მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის დოკუმენტს.
წარდგენილი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს, რომ მოწმობის მიღების მომენტში მოქალაქე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირია და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. ამ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის საფასური 60 ლარის ნაცვლად 30 ლარია.
შშმ პირებზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეღავათიანი პირობებით გაცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში შესული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი