
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.
2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება შემდეგი კონკურსები:
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:
ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ.ბმული).
ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;
გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
ე) პროფესიულ გაერთიანებას.
„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.
რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 26 ოქტომბრიდან – 19 ნოემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს
საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) სასაუბრო თემებია: პედაგოგისათვის მნიშვნელოვანი პრინციპები და ღირებულებები; როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებები პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ვიდეოჩანაწერები მიიღება შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com
მარელისის სკოლა პირველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ
სოფელი ცოცხალია, როცა დილა, მამლის ყივილის შემდეგ,
თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ივნისში აჭარიდან დაიწყო
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა
ქართული იუმორისტული ლიგის ნახევარფინალის დაწყების დრო შეიცვალა!