ხარაგაულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტი „სინემა“ხორციელდება. ხარაგაულელი მოსწავლეები სტუდია „პიონერფილმის“ წევრ თბილისელ, თერჯოლელ, გალელ თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად გადაიღებენ ფილმებს.
პროექტი „სინემა“ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დარბაზში 28 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. მოსწავლეთა სახლის დირექტორმა მაია ბლუაშვილმა აღნიშნა, რომ მონაწილეებს ყოველი დღე და საათი დაგეგმილი და გაწერილი აქვთ. მისივე თქმით, ძალიან საინტერესო და შრომატევად საქმეებს მოსწავლეები დიდი ხალისით აკეთებენ. მაია ბლუაშვილი მოხარულია, რომ „პიონერფილმის“ პროექტი ხარაგაულში ხორციელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი დახმარებით ხარაგაულის მოსწავლეთა სახლში სტუდია შეიქმნება.
„პიონერფილმის“ მასწავლებელი მაია ლანდია ამბობს, რომ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ხარაგაულელებთან შესახვედრად. „მონდომებულები ვართ, რომ ათი დღე, რომელსაც აქ გავატარებთ, დაუვიწყარი იყოს პროექტის თითოეული მონაწილესთვის. მოსწავლეები უკვე ისე დამეგობრდნენ, თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. დიდი მადლობა ასეთი მასპინძლობისთვის,“ – აღნიშნა მაია ლანდიამ.
„პიონერფილმის“ 55 წლიანი ისტორია გაიხსენა სტუდიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ. „სტუდიის მოსწავლეები თავად წერენ ფილმის სცენარებს, თავად იღებენ და მუშაობენ ფილმზე. კინოქალაქი „სინემა“ ხარაგაულში გახსნილია. მადლობა, რომ ასე ლამაზად დაგვხვდით,“ – აღნიშნა გრიგოლ ჩიგოგიძემ.
„ბედნიერები ვართ, რომ ეს პროექტი ხარაგაულში ხორციელდება, – ამბობს პროექტის მონაწილე ხარაგაულელი ნინო ჭიპაშვილი, – იმედია, მეტ გამოცდილებას და ცოდნას მივიღებთ.“
პროექტის მონაწილე, გალში მცხოვრები ნუკრი მანია მიიჩნევს, რომ პროექტი საინტერესოდ, ნაყოფიერად და სახალისოდ ჩაივლის.
ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსიირინე ჩხეიძე იმედოვნებს, რომ ნიჭიერი ახალგაზრდებიერთად არაერთ საინტერესო ფილმს შექმნიან.
კინოქალაქ „სინემას“ მონაწილეებს ფილმის გადაღებასთან ერთად სანსალვადორელი მარტა გოორი თავისი ქვეყნის ნაციონალურ ცეკვებს შეასწავლის.
„სინემას“ გახსნის ცერემონიალზე აჩვენეს „პიონერფილმის“ რამდენიმე ფილმი, იმღერეს ხარაგაულელმა მოსწავლეებმა და ყველა მონაწილემ შეასრულა „პიონერფილმის“ ჰიმნი.
30-31 ივლისს „სინემას“ მონაწილეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულიპარკიდალაშქრეს. 1 აგვისტოს, პროექტის თანახმად, მათ ესტუმრება მსახიობი რამაზ იოსელიანი ფილმით „იდიშზე მოლაპარაკე თუთიყუში.“ 2 აგვისტოს მათ საბეში უმასპინძლებს ვახტანგ ვეფხვაძე თავისივე სახსრებით აგებულ ეკლესიაში. 3 აგვისტოს გაიმართება ფოლკლორის დღე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის, რეზო ჯანიაშვილის მონაწილეობით. 5 აგვისტოს კინოქალაქი „სინემა“ საზეიმოდ დაიხურება. ამ ღონისძიებების პარალელურად მოსწავლეები ფილმს გადაიღებენ.
პროექტის „სინემა“ განხორციელებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყო ათი დღის მანძილზე 37 მოსწავლის სამჯერადი კვებისა და ღამის თევისთვის.
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის განათლების პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძეს, ტურიზმის სამსახურის უფროსს მამუკა ჭიპაშვილს და გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს ირინე ჩხეიძეს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.