

15 სექტემბერს ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალის დაწყებით სკოლაში, სწავლის მაუწყებელი ზარი აღარ დაირეკება.
ეს სკოლა 2006 წლიდან ხარაგაულის #3 სკოლასთანაა ოპტიმიზირებული. ფარცხნალის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე, ძმები თაბუკაშვილები სწავლობდნენ. უფროსი ძმა სწავლას ხარაგაულის #3 სკოლის მეხუთე კლასში გააგრძელებს. მშობლებს უმცროსი ძმაც ამავე სკოლის მესამე კლასში გადმოჰყავთ სასწავლებლად.
თაბუკაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ფარცხნალში რჩება. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილებისთვის უმჯობესია, ძმებმა სკოლაში ერთად იარონ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სკოლა დაიხურება, – ამბობს ხარაგაულის #3 სკოლის დირექტორი ნანა კვინიკაძე, – სამი მასწავლებელი #3 სკოლიდან დადიოდა ფარცხნალში. მათ საათები მოაკლდათ. ერთი მასწავლებელი კი სამსახურის გარეშე დარჩა. სამწუხაროა ის, რომ ფარცხნალში მომავალ წლებშიც არავინაა სასკოლო ასაკის.
სკოლის შენობაში ახლა ვერაფერს განვათავსებთ. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ერთ დარაჯს დავასაქმებთ, რომ შენობას, ეზოს მიხედოს და იქაურობა არ გაპარტახდეს“.
ამავე თემაზე
გალაკტიონის საუკუნოვანი ფარცხნალის სკოლა ერთი მოსწავლით
ფარცხნალის – აკადემიკოსების დაბოქლომებული სოფლის – სატკივარი და სევდა
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში