მილითის ტყეში, სოფელ ბეჟათუბნის თავზე, ცეცხლი კვლავ მძვინვარებს.
„ამჟამად ცეცხლი ბეჟათუბნის სოფლის თავზე გოლათუბნის მხარესაა გავრცელებული, – ამბობს მოლითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ტალახაძე, – მთის ფერდობის თავზე ვიმყოფებით და ცეცხლის კერებს ვებრძვით. სახანძრო ბრიგადა კი ცეცხლის ჩაქრობას ქვემოდან ცდილობს.
ძალიან ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის გაძლიერებას უწყობს ხელს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბრიგადა სოფლის დასაწყისში დგას და სიტუაციას აკონტროლებს. მოხალისეები ბარებითა და თოხებით ცეცხლის კერებს მიწას ვაყრით.
სტიქიას ხარაგაულისა და ზესტაფონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ებრძვიან. გუშინ ღამით ბაღდათის სამაშველო სამსახურიც გვეხმარებოდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩინური სამშენებლო კომპანიის ტრაქტორებიც ჩართულები არიან“, – ამბობს მერაბ ტალახაძე.
მოლითის ტყეში ხანძარი გუშინ, 24 აგვისტოს, საღამოს გაჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“
ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ საქალაქო ტური, ამ წუთებში,
დღეს, 19 მაისს, 11:00 სთ-დან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს შორის
დღეს, 16 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ვერტყვიჭალის საჯარო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა.