

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითთან, ტყეში ხანძარია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამხახურის ბრიგადები და მოხალისეები.
„მერიის სამსახურების წარმომადგენლები მოხალისეებად ვმუშაობთ და რაც შეგვიძლია, ვეხმარებით შესაბამის სამსახურს. ხანძარია იმ ტყეში, რომელიც სოფელს ეკვრის. ზუსტად არ შემიძლია თქმა, ტყის რა ფართობზეა ცეცხლი, რადგან ძლიერი კვამლია და თვალთახედვა ჭირს“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

ფოტოებზე: ხანძარი მოლითის ტყეში
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას