

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა.
17 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსვლელობას აწყობს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.
დადგენილებაში, რომელიც 2024 წლის 15 მაისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
ეს დადგენილება ასევე არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა