

დღეს, 19 მაისს, 11:00 სთ-დან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს შორის გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის „ტვინების ბრძოლა“ საქალაქო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქალაქო პირველობა 45 ქალაქში, მათ შორის ხარაგაულში ტარდება.
დღეს გამოვლინდებიან ამ ინტელექტუალური თამაშის ქალაქის ჩემპიონები და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა.
საქალაქო პირველობაში სასკოლო ტურში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ.

ჩემპიონატის მესამე – რეგიონული ტური 2 ივნისს გაიმართება. რეგიონულ ტურზე თითოეულ სათამაშო დარბაზში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.

„ტვინების ბრძოლის“ ფინალი 16 ივნისს ჩატარდება სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში (III-V კლასელები; VI-VIII კლასელები; IX-XII კლასელები).
ხარაგაულში „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ჩემპიონატი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს 11 სთ-დან უმცროსი ასაკობრივი ჯგუფისთვის; 14:00 სთ-ზე შეჯიბრი საშულო ასაკობრივი, ხოლო 17:00სთ-დან უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისთვის გაგრძელდება. წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს ამ ინტელექტუალურ თამაშში.
ეს ფოტოები ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში III-V კლასელების ასაკობრივი ჯგუფის გუნდების შეჯიბრების დაწყებამდე გადავიღეთ.
გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის „ტვინების ბრძოლა“ შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
ფოტოები უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდების შეჯიბრებიდან
ასევე წაიკითხეთ
ტვინების ბრძოლა გრძელდება
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ