ხარაგაულში, ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტული პროექტების გაჭიანურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე მათ, ვინც ავტომანქანით გადაადგილდება.
ხანგრძლივი დისკომფორტის გამო კაფე „დევების“ მფლობელი მარინე გოგია სოციალურ ქსელში წერს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, შემოსავლები შეუმცირდა.
ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეახსენებს იონა მეუნარგიას სიტყვებს, რომელიც მან ქალაქ ფოთის თავად (ხელმძღვანელად) ნიკო ნიკოლაძის არჩევისას წარმოთქვა:
„თავი და თავი ის არის, სათავეში თავიანი თავი თაობდეს. ამდენი უთავო თავის თაობამ ჩვენი თავებიც გაათავა. მოდი, ახლა შენ გვითავე, იქნება შენი თავის თაობით ჩვენი თავებიც ათავო“.
ნებისმიერი ბიზნესი – მცირე, საშუალო, დიდი თუ უდიდესი, დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, – მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სეზონურობა, რაც დიდი როლს თამაშობს საერთოდ ბიზნესის ფუნქციონირებაში და რეგიონებში, მით უმეტეს.
ისეთ გაღლეტილ და დაქცეულ რაიონში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბიზნესები ძლივს ინახავენ თავს და ელოდებიან, მომხმარებლის სამკვირიან მატებას, რომ მომატებულმა გაყიდვებმა დააბალანსოს „გაყინული“ დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი.
რომელია ეს სამი კვირა? აგვისტოს დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე. თუ ვინმემ იცის შრომის ფასი, ერთ-ერთი პირველი მე ვარ. წლები კი არა, ათწლეულებია, მოწესრიგებულ გზებს ვნატრობ. ჩასაფრებულ პოზიციაში კი არ ვარ, კი არ გებრძვით, თქვენთან ვარ და ვიტან ამ ყველაფერს.
ელემენტალურია, – ბოდიში მაინც მოუხადეთ ადამიანებს. მიზეზი აგვიხსენით, მაინდამაინც ამ აქტიურ პერიოდში და მაღალი ტემპერატურის დროს კიდევ უფრო გაუსაძლისი რატომ გახდა ჩვენი ყოფა; ან ინფორმირებული ვიყოთ, ხარჯებს მაინც ავიცილებდით თავიდან.
თავობა არ არის ადვილი… სიყოჩაღეს გისურვებთ, თავებო!
P.S. ძვირფასო მეგობრებო, ნუ განიცდით ხოლმე ქუჩაში შეხვედრის დროს, – ვერ გიწონებთ დაწერილებს, ხო იცი, რატომაცო… მე ნუკი მომიწონებთ რამეს, თქვენს მოსაწონ ცხოვრებაზე იზრუნეთ“, – მიმართავს ფეისბუქმომხმარებლებს მარინე გოგია.
ადგილობრივი ხელისუფლება ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ჯერ 2022 წლის აპრილისთვის გვპირდებოდა, შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ზაფხულს მოწესრიგებული გზით შევხვდებოდით; ერთი თვის წინ კი ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაგპირდა.
ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას, როგორც მშენებელი კომპანია შპს „New Road“-ის წარმომადგენლები ამბობენ, სავარაუდოდ, ორი თვე დასჭირდება.
ფოტოზე: ასე გამოიყურება ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა დღეს
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.