

ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „New Road“ ივლისის შუა რიცხვებიდან ახორციელებს.
სოლომონ მეფის ქუჩაზე რამოდენიმე ადგილას ბორდიურების დემონტაჟი, გზის მოფრეზვითი სამუშაოები და მილხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თეა ბაიჯანისგან მოპოვებული ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა, ჯერჯერობით, ზუსტად განსაზღვრული არ არის. თუმცა, სავარაუდოდ, ხარაგაულში ცენტრალური გზის საბოლოოდ კეთილმოწყობას ორი თვე მაინც დასჭირდება.
ხარაგაულის ცენტრალური გზის მოასფალტება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტში იყო გათვალისწინებული. ძირულიდან მოლითამდე გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებდა. ეს კომპანია ხარაგაულში 2021 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ხელისუფლება ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის მოასფალტებას 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებამდე გვპირდებოდა.
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,