დაბა ხარაგაულში ცენტრალური ქუჩის მოასფალტება აგვისტოს პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს, – ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილისგან, მოვიპოვეთ. მისი თქმით, სოლომონ მეფის ქუჩაზე ასფალტს დააგებს იგივე კომპანია New Road, რომელმაც ახლახან ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის საავტომობილო გზა აღადგინა.
„ამ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტი დეტალურად განვიხილეთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ცენტრალურ ქუჩაზე წყლის გადამყვანები უნდა გაკეთდეს, შეკვეთები მიცემულია შესაბამისი მასალების მოსატანად. იმისათვის, რომ ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს, კომპანიის გადაწყვეტილებით, გზაზე ორი ქვეკონტრაქტორი იმუშავებს.
ხარაგაულში კომპანიების მხრიდან ტექნიკის მობილიზების შემდეგ გზის საფარის მომზადებასა და ასფალტის პირველი პირის გადაგებას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.
ხარაგაულში ძველი საკანალიზაციო სისტემა, ჯერჯერობით, კვლავ ფუნქციონირებს. მშენებლობის პროცესში მისი შესაძლო დაზიანება სოლომონ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის შეფერხებას გამოიწვევს.
თუმცა ჩვენი სამსახური მობილიზებულია, რომ მშენებელ კომპანიას ყველანაირად დავეხმაროთ. ვფიქრობ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებიც მიდასტურებენ, რომ ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩის მშენებლობის პროცესი ერთ თვეზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის პროცესში ბორდიურებიც შეიცვლება, რაც თავის მხრივ ტროტუარებთან შეხებას გამოიწვევს. რკინიგზის სადგურიდან კინოთეატრის შენობამდე ტროტუარები პროექტის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კეთდება;
კინოთეატრიდან სოკარის ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ ტროტუარებზე, შესაძლოა, ასფალტო-ბეტონი გადაიგოს, ისე როგორც ბევრ ქალაქშია, ან ვიფიქროთ ფილებით მოპირკეთებაზე. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტროტუარებზე ფილები დაიგოს და ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“, – ამბობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.
P.S. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ამ წლის აპრილში გვპირდებოდა, რომ ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტი მაისის ბოლომდე დაიგებოდა.
ამავე თემაზე:
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.