
„ჩემი ხარაგაულის“ გვერდზე 14 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ხარაგაულში კანალიზაციის მშენებლობა ორ დღეში დასრულდება“ სოციალურ ქსელში მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი გამოეხმაურა.
„ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის 25 კმ. იანი გზის პირველი ეტაპი დასრულდა, – წერს კობა ლურსამანაშვილი, – ასფალტის პირველი ფენა გადაგებულია. ამ გზაზე მოძრაობა შესაძლებელია დაბრკოლების გარეშე. რაც შეეხება დაბის 1.8 კმ.-იან მონაკვეთს, უახლოეს დღეებში მოხდება მისი ლოკალური მოწესრიგება, ხოლო ფუნდამენტური სამუშაოები დაიწყება და დასრულდება მაისის თვეში.
აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე საჯარო განცხადება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მაჟორიტარი დეპუტატი, გუბერნია, საგზაო დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულია აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში. მადლობა ხარაგაულის საზოგადოებას მოთმინებისთვის და ბოდიში არსებული დისკომფორტისთვის!
წყლის, წყალანირების, დაბის მოასფალტების, ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის გზის პროექტების ჯამური ღირებულება 25 მილიონი ლარის ფარგლებში ხორციელდება. ეს არის ნაწილი იმ პროექტებისა, რომელიც ასევე მიმდინარე წლის ფარგლებში დაწყებულია და ახალი პროექტებიც დაგვემატება უახლოეს დღეებში“, – სოციალურ ქსელში პასუხობს ხარაგაულის მერი, „ჩემი ხარაგაულისგან“ გაშუქებულ თემას კანალიზაციის სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის