
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის II კურსის სტუდენტი სალომე მაჭავარიანი ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო პროგრამის მონაწილეა.
სალომე 3000 აპლიკანტს შორის შეირჩა და სრული დაფინანსებით, 14 აგვისტოდან ორი კვირით, ბუქარესტში გაემგზავრება.
სალომე ამბობს, რომ მისი წარმატება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შედეგია. ის მოხარულია, რომ გაეცნობა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გლობალურ ეკონომიკურ საკითხებს. ამავე დროს პროგრამა კულტურულ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს – პროგრამის მონაწილეები რუმინეთის ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.
ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა ყოველწლიურია და ორიენტირებულია ახალგაზრდებს შორის აკადემიური ღირებულებების პოპულარიზაციაზე. პროგრამის წელევანდელი თემა ფინანსური ტექნოლოგიებია, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები მონაწილეებს ჩაუტარებენ ლექციებსა და სემინარებს.
სალომე მაჭავარიანი ბორის სკოლის კურსდამთავრებულია. მან 2019 წელს მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) ფლექსი გაიმარჯვა და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკაში, აიოვას შტატის ქალაქ ვატერლოოს სკოლაში სწავლობდა.
ასევე დაგაინტერესებთ
კონკურსში გამარჯვებისთვის ბევრი ვიბრძოლე – სალომე მაჭავარიანი
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის