ბორის სკოლის მეთერთმეტე კლასელმა სალომე მაჭავარიანმა მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა.
სალომე ამ პროგრამის წლევანდელი ერთადერთი ხარაგაულელი გამარჯვებულია. ის ამერიკაში აგვისტოში გაემგზავრება და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აიოვას შტატის ქალაქ ვატერლოოს სკოლაში ისწავლის.
ამ პროგრამით ყოველწლიურად საქართველოდან 80 მოსწავლეს არჩევენ. სალომე მაჭავარიანი ამბობს, რომ მასში მონაწილეობის სურვილი გასულ წლებშიც ჰქონდა. სალომეს მოტივაცია მისივე სკოლელის, ფერიდე ბერაძის, 2016 წელს FLEX-ის პროგრამაში გამარჯვებამ გაუძლიერა.
სალომე ამერიკაში ცოდნის გაღრმავებისა და იქაური კულტურის სიღრმისეულად შესწავლის სურვილით მიდის. ის ამერიკულ ოჯახში იცხოვრებს. ახალი ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრა. „დედა“ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, „მამა“ – კოლეჯში. სალომეს უხარია, რომ ამერიკაში სამი „და“ ეყოლება. უფროსი 11 წლისაა, ტყუპები – რვა წლის.
სალომე ამბობს, რომ მშობლები ხელს უწყობდნენ და ამხნევებდნენ პროგრამის ეტაპების გადალახვისას. თვლის, რომ მისი მომავალი კარიერისთვის ამერიკაში ცხოვრება და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. კლასიკური მუსიკით გატაცებულ ბორელ მოსწავლეს გაუმართლა, რადგან ვატერლოოს სკოლაში მუსიკასა და თეატრალურ ხელოვნებას გაძლიერებულად ასწავლიან.
ამერიკიდან მომავალი წლის მაისში დაბრუნდება. შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სურს სწავლა, თუმცა რომელ უნივერსიტეტს აირჩევს, ჯერ არ გადაუწყვეტია. სალომე მაჭავარიანი ახლა იმაზე ფიქრობს, საქართველოსა და ხარაგაულზე ამერიკელებს პოზიტიური დამოკიდებულება რომ შეუქმნას. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სალომეს.
ფოტოზე: სალომე მაჭავარიანი ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბანაკში „ქალები მეცნიერებაში“
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში