საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გამოავლენენ მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებელ კომპანიას.
ამ საავტომობილო გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 6 ივლისს დასრულდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და ამ დრომდე მისი შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა უგზოობით, ათეული წლებია, გაწამებულია. მოლითი-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში კომპანია „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებია.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია „აკკორდთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში გაწყვიტა.
P. S. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას მოქალაქეები გამოეხმაურენ. მათ უმრავლესობას ამ გზის რეაბილიტაციის იმედი აღარ აქვს. რამდენიმე მოქალაქის თქმით, ეს პრობლემა ხშირად უნდა შევახსენოთ რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრვ თვითმმართველობას.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
რა ეშველება მოლითი-ჩუმათელეთის გზას, ანუ „უპატრონო ქვეყანაში სამართლის აღსრულებას ვითხოვ“
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში