
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ეს მემორანდუმი საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ.
კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს.
UNICEF-ი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით.
ამავე თემაზე დაგაინტერსებთ
სასკოლო კვების პროგრამაზე უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს – გაეროს ბავშვთა ფონდი
უფასო კვების პროგრამის დანერგვა საქართველოს სკოლებში აუცილებელია
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.