

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეს, 4 აგვისტოს, ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათგან ორი ინფიცირებული ბორითში ცხოვრობს, ერთი – ლეღვანში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1-4 აგვისტოს კორონავირუსი 16 პირს გამოუვლინდა. ამჟამად ხარაგაულში ამ ვირუსით 27 ადამიანია ავად. თვითიზოლაციაში 21 პირი იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 4 აგვისტომდე covid-19-ის 5468 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 5392 პირი გამოჯანმრთელდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო სპეციალისტები ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და კოვიდსაწინააღმდეგო აცრების ჩატარებას გვირჩევენ.
კორონავირუსის სიმპტომების შესახებ წაიკითხეთ ლინკზე
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა