

ცნობილი ფსიქოლოგი მაია ცირამუა სკოლის მასწავლებლებს მიმართავს:
„მე მინდა პედაგოგებს მივმართო – დადექით თქვენი მოსწავლეების მომავლის სადარაჯოზე. ხვალ რას მოუყვებით მათ, ამ ქვეყნის ისტორიას როგორ გააცნობთ, თუ დღეს არ იბრძოლებთ გზაგასაყარზე მდგარი ქვეყნის წინსვლისთვის.
თქვენ უნდა იდგეთ წინა ხაზზე იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება.
ეს იქნება სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ადამიანობისთვის ბრძოლის ისტორიული გაკვეთილი!
გთხოვთ გააკეთეთ ეს ამ ქვეყნისთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის! – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღონ; თუმცა გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად ამ ქვეყნებმა გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ. საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია იგივე რეკომენდაციით არ წარსდგა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ ჯერ 12 მიმართულებით უნდა შეასრულოს პირობები და შემდეგ გვექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
ამ ქვეყნებისთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსაბჭო, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე