საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის მშენებელ კომპანიებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარსადგენად იწვევს. წინადადებების წარდგენა აზიის განვითარების ბანკის წევრ ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ.

საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ერთ ეტაპიანი, ერთი კონვერტის პრინციპის სატენდერო პროცედურით წარიმართება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 22 ივნისია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 30 თვეა.

ამ გზის მშენებელობა 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია  „აკკორდმა“ დაიწყო და სამუშაოები 29 თვეში უნდა დაესრულებინა. 2020 წლის ნოემბრიდან კომპანიამ გზის მშენებლობა ვეღარ გააგრძელა.

„აკკორდთან“ ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა. მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე 13 სოფლის მოსახლეობა უგზოობით დატანჯულია.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

რა ეშველება მოლითი-ჩუმათელეთის გზას, ანუ უპატრონო ქვეყანაში „სამართლის
აღსრულებას ვითხოვ“ – დავით კალმახელიძე