

მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.
ამ გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „აკკორდმა“ გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ნოემბრიდან ვეღარ გააგრძელა. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი ამ გზის მშენებლობისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციით, დარჩენილი სამუშაოებისთვის საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკიდან სატენდერო დოკუმენტაციაზე თანხმობის მიღებისთანავე გამოცხადდება. ამ უწყების ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაცია აზიის განვითარების ბანკში 2022 წლის 21 იანვარს გაიგზავნა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე