

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სამხატვრო პლენერს წელს მეშვიდედ ატარებს.
ამ თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 30 აპრილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მხატვრები უბისის ტაძართან შეიკრიბებიან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მასპინძელ ოჯახებში განაწილდებიან.
წელს სამხატვრო პლენერში მონაწილეობის სურვილი 27-მა მხატვარმა გამოთქვა. იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, რამდენიმე მხატვარი საქართველოდან და უცხოეთიდან დისტანციურად ჩაერთვება.
მხატვრები, ტრადიციულად, თავიანთი მასალებით ხარაგაულის ხედებს დახატავენ და ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს ამ პლენერზე შექმნილი 150 ნამუშევარი დაუგროვდა.
„გამა“ საზეიმოდ პირველ მაისს 15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში საოპერო მუსიკის კონცერტით დაიხურება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საოპერო მომღერლები, თბილისის ოპერის სოლისტები – მამუკა ლომიძე, ხათუნა ჭოხონელიძე, არმაზ დარაშვილი და ბადრი ადამია.
წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა – „გამაში“ ცნობილი ფოტოხელოვანები – ბადრი ვადაჭკორია, ნინო ჯაჯანიძე და ბაბუა ალუდაური ჩაერთვებიან.
„ხელოვანები ხარაგაულისთვის“ – ამ დევიზით ორ ულამაზეს და საქმიან დღეს ველოდებით“, – ამბობს იზა ვეფხვაძე.
ფოტოზე: პლენერზე „გამა 2020“
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ვერტყვიჭალაში პლენერი „გამა“ გაიმართა
საიუბილეო პლენერი ხარაგაულში ემიგრანტი მხატვრების მონაწილეობით
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.