

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით წელს, მეოთხედ, ხარაგაულში სამხატვრო პლენერი ,,გამა” გაიმართა, მასში 17 მხატვარი ჩაერთო, მათ შორის აფხაზეთის მხატვართა კავშირის წარმომადგენლები. მხატვრები განაწილებული იყვნენ ოჯახებში და ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს ხატავდნენ.
ნამუშევრების ჩვენება და დაჯილდოება 27 ოქტომბერს სოფელ ღორეშის მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა.
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ ჩხეიძემ, ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პლენერში მონაწილე მხატვრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს გადაეცა.
წელს ღორეშაში პლენერის „გამა“ ჰიმნის პრემიერა გაიმართა. ჰიმნის ტექსტის ავტორი ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი იზა ვეფხვაძეა, მუსიკის ავტორი კომპოზიტორი მაიკო მაჩაბელი. ჰიმნი, ანსამბლ ,,ივერიის” სოლისტმა ციური მჭედლიძემ შეასრულა.

ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.