ხარაგაულში, სოფელ კიცხში მცხოვრები მარია აფინოვიჩი მერვე დღეა, უკრაინაში მიმდინარე ომზე ფიქრში ათენ-აღამებს.
მისი მშობლები, ძმა და და უკრაინაში ცხოვრობენ.
„ჩემი ძმა ამწუთას ოდესაშია, – გვიამბობს მარია, – მისი საცხოვრებელი სახლი გზის პირასაა. დაბომბვის მოლოდინი სულ აქვთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ოდესაში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს.
ჩემი მშობლები შედარებით უსაფრთხოდ არიან – ისინი პოლონეთის საზღვართან ცხოვრობენ.
დას ხშირად ვერ ვუკავშირდები, რადგან კიევშია. როგორც ვიცი, არ აქვს დენი, გაზი, ინტერნეტი. კიევი სულ იბომბება. ამიტომ ჩემი და მეუღლესთან და მამამთილთან ერთად თავს სარდაფს აფარებს. მისი შვილი მეუღლით ჟიტომირში იმყოფება. ჩემმა დამ ავადმყოფი მამამთილი ვერ დატოვა, თორემ მშობლებთან მაინც წავიდოდა.
თუ საჭირო გახდა, ომში წავლენ ჩემი ძმაც და სიძეც. უკან დახევა გამორიცხულიაო, მითხრეს. მეც გაოცებული ვარ, ამდენხანს კიდე არ ვიცოდი, როგორი მებრძოლები ყოფილან ჩემი უკრაინელები, რა შემართებით არიან. ამის გამო ძალიან ვამაყობ.
დედაჩემმა, რომელიც 72 წლისაა, მითხრა, რომ შემეძლოს, მეც წავიდოდი ომშიო. ასეთი ხალხის დამარცხება შეუძლებელია“.
ნინო კაპანაძე
ასევე დაგაინტერესებთ
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების