
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. 2024 წლის იანვრიდან ამ გზის რეაბილიტაციას შპს „New Road“ (გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი) აგრძელებს. ეს გზა სოფელ ანიულას ჩათვლით უკვე მოასფალტებულია. გზის მშენებელი კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლის, ბაჩო ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საავტომობილო გზის მიმდებარე მთის ფერდების დამუშავება, მილ-ხიდების მოწყობა და პარალელურად – გზის მოასფალტება.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ტენდერით შერჩეულმა კომპანია „აკკორდმა“ ამ გზის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბრიდან ვეღარ გააგრძელა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.
2022-2023 წლებში ამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.
ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ გზის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. 2024 წლის იანვრიდან ამ გზის რეაბილიტაციას შპს „New Road“ (გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი) აგრძელებს. ეს […]
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,