ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცულმა სოციალურმა აგენტებმა დღეს, 17 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
დილიდან არ გამოცხადებულან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხარაგაულის მომსახურების ცენტრშიც.
გაფიცული სოცაგენტის, ქეთევან ბოლქვაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ ხელფასების მატება დააანონსა, ეს საკმარისი არ არის.
„ჯანდაცვის სამინისტრომ სიტყვიერი დაპირება ადრეც გაავრცელა, თუმცა, მაშინ მოგვატყუეს, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – უნდა მოგვაწოდონ ოფიციალური ბრძანება.
ამავე დროს ხელფასის 40%-დან 60%-მდე ზრდას არ ვეთანხმებით. სამინისტროს გუშინდელი შემოთავაზებით, 200 ლარის ნაცვლად ხელზე 320 ლარს ავიღებთ, ხოლო ერთ დეკლარაციაში 4 ლარისა და 80 თეთრის ნაცვლად, 8 ლარს. დღევანდელ ყოფაში ეს ძალიან მცირეა.
ჩვენ ხელფასების 100%-იან მატებას მოვითხოვთ.
ახლა აქციის ორგანიზატორ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას ხვდებიან. ვნახოთ, რაზე შეთანხმდებიან და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
სამინისტროსგან სიტყვიერ დაპირებას აღარ ვენდობით“.
დღეს ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში მისულ ათამდე მოქალაქეს ამ სააგენტოს უფროსი კიაზო გამრეკელაშვილი დახვდა.
„რამდენიმე მოქალაქეს ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესახებ ამონაწერის მიღება სურდა და მომსახურება მე გავუწიე, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი, – ორი მოქალაქე, რომელთაც კანცელარიაში ჰქონდათ საქმე, უარით გავისტუმრე, რადგან სააგენტოს კანცელარიის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან“.
სოციალური მომსახურების სააგენტომ გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 40%-დან 60%-მდე გაიზრდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.