

დღეს, 14 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შესახებ მათ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულთა უფლებებს სოლიდარობის ქსელი იცავს. ამ ორგანიზაციის იურისტის, დავით თომსარაშვილის თქმით, „ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა.
ამიტომ 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება“.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტის, ქეთევან ბოლქვაძის ინფორმაციით, ორშაბათიდან საგენტოს ყველა თანამშრომელი გაიფიცება და ისინი მოქალაქეების მომსახურებას წყვეტენ.
„ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, – წლებია ჩვენი ანაზღაურება იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები სოცდახმარების სახით იღებენ. ვითხოვთ ასევე ტრანსპორტირების ხარჯს, სამედიცინო დაზღვევას.
სოლიდარობა გამოგვიცხადა სააგენტოს ყველა თანამშრომელმა და ორშაბათიდან აქ დასაქმებული სხვა სპეციალისტებიც აღარ იმუშავებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ამიტომ ვიფიცებით. პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ
დღეიდან, 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში,
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცოფის შესახებ საზოგადოების
პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის
ხარაგაულელი სპორტსმენები – ევსემ შველიძე და ვახო ნიქაბაძე ქვიშის
2026 წლის 25-27 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ