სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით სოცაგენტებმა გამაფრთხილებელი აქცია რამდენიმე დღის წინ გამართეს.
ვითხოვთ რეალურ მოლაპარაკებას ან გავიფიცებით! – ამბობენ სოცაგენტები.
გამაფრთხილებელ აქციაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა, ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტი ქეთევან ბოლქვაძე მონაწილეობდა.
„გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოცაგენტის ფიქსირებული ხელფასი 680 ლარი გახდება, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – ვითხოვთ განმარტებას, ამ თანხაში რა შედის.
680 ლარად თუ 100 ოჯახის გადამოწმება დაგვევალა, გამოდის, რომ ხელფასი კი არ გვემატება, გვაკლდება. ჩვენ თითოეული ოჯახის გადამოწმებისთვის განსაზღვრული 4 ლარისა და 80 თეთრის გაზრდას მოვითხოვთ“.
სოცაგენტების უფლებებს „სოლიდარობის ქსელი“ იცავს. ამ ორგანიზაციის პროფკავშირის თანადამფუძნებელი და მთავარი იურისტი, დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ამ კვირაში, სოცაგენტებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას შეხვდება.
სოცაგენტების მოთხოვნები თუ არ შესრულდა, ერთადერთი გზა, მათი დარღვეული შრომითი უფლებების აღსადგენად, გაფიცვაა, – ამბობს დავით ომსარაშვილი, – თავად სოცაგენტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის შეცვლისთვის საუკეთესო გამოსავალი“.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ჯანდაცვის სამინისტრო სოცაგენტების შრომის უფლებებს ვერ იცავს
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.