კორონავირუსის პანდემიამ სოციალური აგენტების საქმიანობა გაართულა.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტი ქეთევან ბოლქვაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვამ მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებაც შეიზღუდა, სოცაგენტებმა იმ ორი კვირის განმავლობაში მუშაობა შეაჩერეს. თუმცა, მათი მუშაობის პირობები არც ავტომანქანების მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შემდგომ გაუმჯობესებულა.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოში ოთხი სოცაგენტი მუშაობს. საკუთარი ავტომანქანა არცერთს არ ჰყავს. ამიტომ იძულებული არიან, ტაქსი დაიქირავონ, ან ვინმეს ავტომანქანით მომსახურება სთხოვონ.
ქეთევან ბოლქვაძე ამბობს, რომ მას ოჯახებში მისასვლელად რამდენჯერმე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაეხმარენ, თუმცა ეს მათ არ ევალებათ. ჩხერიმელას ხეობის სოფლებში, ძირითადად, მატარებლით მიდოდნენ, ძირულას ხეობისა და კიცხის ზონის სოფლებში – მიკროავტობუსებით.
სოციალურ აგენტებს ხარაგაულში, უმეტესად, მოხუცებთან ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირების ოჯახებში უწევთ მისვლა. ეს კატეგორია კი რისკჯგუფშია და სოცაგენტებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დამცავი პირბადე, სახის ფარები და ხალათი ქეთევანმა საკუთარი ხელით დაამზადა. ორი თვის განმავლობაში, პანდემიის პირობებში, ქეთევან ბოლქვაძემ 15 ოჯახში მისვლა შეძლო.
სოცაგენტი გიორგი მასხარაშვილი ამბობს, რომ უტრანსპორტობის გამო, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს. მან პანდემიის პერიოდში ოთხი ოჯახის სოციალური მდგომარეობა შეამოწმა. სოფლებში მისასვლელად ავტომანქანა მეგობრებს სთხოვა.
სოცაგენტი დავით ფოფხაძე ძირულას ხეობის მოსახლეობას ემსახურება. ტრანსპორტირება მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ხარაგაულიდან გასვლას როგორღაც ახერხებს. ადგილზე მისულს, სოფლებში მერის წარმომადგენლები ეხმარებიან, მაგრამ უკან, ხარაგაულში დაბრუნება უჭირს – პანდემიის პირობებში მანქანას გზაზე მდგომს ვინ გაუჩერებს?!
„მანქანას ჩვენს ახლობლებს ვთხოვთ ხოლმე, ან ჩვენი ძალებით ვწვალობთ, – ამბობს დავით ფოფხაძე, – ხან ვის ავეკიდებით და ხან ვის. ძალიან ყურადღებიანია ვარძიის რწმუნებული მზექალა გლუნჩაძე, – სოცაგენტი ბერიკა ბრეგვაძე თავისი მეუღლის მანქანით წაიყვანა სოფელში და ხარაგაულში დაბრუნებაშიც დაეხმარა.
ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, მათ სამსახურში 30-მდე ოჯახის განცხადებაა შესული – ნაწილი პირველად ითხოვს ფულადი სოციალური შემწეობის დანიშვნას, ნაწილი კი – სარეიტინგო ქულით უკმაყოფილოა და ხელახლა გადამოწმებას ითხოვს.
-რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და სოცაგენტები ოჯახებში შეძლებისდაგვარად მიდიან, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი, – მათ ცალკე თანხა ტრანსპორტირებისთვის არ ეძლევათ, – უტრანსპორტობამ ხარაგაულის მთაგორიან სოფლებში მიმოსვლის პრობლემა შექმნა.
კორონავირუსის პანდემიის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხელახალი გადამოწმებისთვის აღარ გვეგზავნება იმ ოჯახების სიები, რომლებსაც დახმარება ოთხი წლის წინ დაენიშნათ. მოგეხსენებათ, მათ გარკვეული პერიოდი, ფულადი შემწეობა უჩერდებოდათ.
ფულადი შემწეობის მიღება არ შეჩერდება ასევე, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის დანარჩენ წევრებზე.
მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ
კომპენსაციის მისაღებად განაცხადის ან დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტო, მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით, ბენეფიციარებს საკომპენსაციო თანხას„ლიბერთი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხავს.
ფულად სოციალურ შემწეობას ამ მომენტისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 1 800 ოჯახი იღებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.