ფონდი ტასო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, სამიზნე სოფლების შერჩევას იწყებენ!
სოციალური მობილიზაციის კომპონენტი შემოსავლის შესაძლებლობის მიღებისა და განათლების დახმარებით ღარიბი და მოწყვლადი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
იგი შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში განხორციელდება.
ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ქალების სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი აგროტურიზმსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩართულობას.
რას გვთავაზობს პროექტი?
– სამიზნე თემთა შერჩევას სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად: პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრები; თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარება; სათემო მუშაკების შერჩევა და პროექტში დასაქმება;
– საგანმანათლებლო სესიებსა და უნარების განვითარების პროგრამას: ტრენინგ-სემინარები გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე, სოციალური მობილიზაციის მნიშვნელობაზე, თემის ჩართულობაზე, სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, თემის წევრების გააქტიურებაზე,
დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების სწავლებაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალებისა და გოგოების ჩართულობას, რაც მათ შემდგომ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
– საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლადი ქალების/ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას და განსაკუთრებულ აქცენტს აგროტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვში ამ ქალების მონაწილეობაზე აკეთებს.
ასევე, ითვალისწინებს ქალთა წარმატებულ მონაწილეობას სხვა დონორთა გრანტგამცემ პროგრამებში, მცირე საგრანტო მხარდაჭერას ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ.
წარმოდგენილი განაცხადით ფონდი ტასო შეაგროვებს პირველად ინფორმაციას პროექტის სამიზნე რეგიონებში სოციალური მობილიზაციის კომპონენტისთვის სოფლების/თემების შესარჩევად.
ვის შეუძლია განაცხადის შევსება? განაცხადის შევსება შეუძლია ყველა აქტიურ მოქალაქეს, თემის ლიდერ ქალს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებულ თემში/სოფელში:
– ფონდი ტასოს მიერ საქმიანობის წამოწყება საუკეთესო იქნება იქ მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის, მათი განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
– სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით მუშაობისთვის არის ადამიანური რესურსი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს მათ;
– არის პოტენციალი აგროტურისტული მიმართულების განვითარებისთვის;
– არის საჭიროება საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამებში ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების მონაწილეობისთვის, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კუთხით.
უპირატესობა მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტით გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდს ტასო არ უმუშავიათ.
განაცხადის სააპლიკაციო ფორმა გამოქვეყნებულია ინტერნეტში. დაინტერესებულ პირებს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ დოკუმენტის მოძიებაში დაგეხმარებათ.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენ მიერ შევსებული განაცხადის ფორმა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ketevan@taso.org.ge | eka@taso.org.ge
კონსულტაციის და კითხვების შემთხვევაში დაუკავშიდით ქეთევან ჟორდანიას ტელეფონით – 595 427252.
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 13 დეკემბერი.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი